მთავარისიახლეებიმოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, შსს-მ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

შესაბამისად, მელიას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მელია მოსამართლეს წყალი 30 მაისს სასამართლო პროცესზე შეასხა, სადაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის საკითხი განიხილებოდა. მელიამ სხდომაზე შვანგირაძეს „დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლი“ უწოდა და პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.

მოსამართლემ მელია დარბაზიდან გააძევა და პატიმრობა შეუფარდა.

მელია 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის შეურაცხყოფა).

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის"...

გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე...

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....