მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

Published on

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა – ლიკა ლორთქიფანიძისა და თათიაა აფრიამაშვილის უნივერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ. ილიას სტუდენტების ნაწილი გეგმავს, ამ ფორმით სისტემასს ბოიკოტი გამოუცხადონ.

ახალგაზრდები სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.

“ვერაფრით ვერ გაგვაჩერებენ”, – ამბობენ სტუდენტები.

ორშაბათს სიმბოლურად გაფიცვის დღე გვექნება და მთელი დღის განმავლობაში, გამოვალთ უნივერსიტეტიდან 12 საათიდან დავიწყებთ უნივერსიტეტებთან, შეკრებას, გავიფიცებით ილიაუნი და ვილაპარაკებთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც მოუტანა ამ მთავრობამ ჩვენს ქვეყანას. ვერაფრით ვერ გაგვაჩერებენ, რადგან ნებისმიერი აქტივობის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ იყო იმისა შანსი , რომ დაგვაკავებდნენ და მარტო ჯარიმით არ შემოფარგლულიყო ეს ყველაფერი” – ამბობს ერთ- ერთი სტუდენტი.

ორშაბათს, 2 ივნის ყველა სტუდენტი თავისი უნივერსიტეტიდან გამოვა და დადგება უნივერსიტეტის წინ, რადგან დაანახოს რეჟიმს, რომ სულაც არ გვეშინია მათი რეპრესიების და ჯარიმების”, – ამბობს სტუდენტი.

ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო ტალღა თბილისის ქუჩებს მას შემდეგ მოედო, რაც მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს – ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...