მთავარისიახლეებისაზოგადოებაFARA ძალაში დღეიდან შედის - ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

Published on

“ოცნების” FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სწორედ ეს კანონი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებს, როცა პირებს აგენტების იარლიყებს აწებებს.

NGO-ების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ამ კანონს “ოცნება” რეპრესიებისთვის გამოიყენებს.

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მსგავსი კანონებით “ოცნებას” კრიტიკული აზრის მოსპობას ცდილობს.

ეს ხელისუფლება მიდის იქითკენ, რომ ყველანაირი კრიტიკული აზრი არის მისთვის მიუღებელი, აქედან კეტავს ყველა სფეროს. ყოველ შემთხვევაში მას აქვს მცდელობა, რომ ყველა სფეროს მოუსპოს შესაძლებლობა, რომ კრიტიკული აზრი ისმოდეს და ეს FARA- ც არის გამოძახილი. იგო ყოველ მომდევნო თვეში ამკაცრებს კანონებს კრიტიკული აზრის წინააღმდეგ. დაველოდოთ, როგორ დაიწყებს იგი ამ კანონის ამოქმედებას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს აღსრულების პროცესი იქნება ძალიან მძიმე მათთვის”, – ამბობს ლონდა თოლორაია.

იურისტი საბა ბრაჭველის თქმით, თუ ამ კანონით “ოცნება ” მესამე სექტორის დევანს დაიწყებს, ეს იქნება “რუსული კანონის გადმოტანა.

ბევრჯერ გვითქვას, რომ ფარა თუ მათ FARA გადმოტანა უნდათ არ იქნება ეს დამოუკიდებელი, სარედაქციო დამოუკიდებლობის თუ ისინი დაიწყებენ ჩვენს დევნას. ეს არ იქნება FARA, ეს იქნება ახალი რუსული კანონი. ჩვენ, რასაც ვაპირებთ არის ის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისების სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც ჩვენ ვაწვდით “, – ამბობს საბა ბრაჭველი.

ფოტო : ჯემ ნიუსი

სიახლეები

აშშ-მა “მწვანე ბარათის“ გათამაშების პროგრამა შეაჩერა

აშშ-მა “მწვანე ბარათის“ (Green Card Lottery) გათამაშების პროგრამა შეაჩერა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის კრისტი ნოემის...

პაპუაშვილი- ომში დამარცხებულები გამოკვეთილნი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით

ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა,...

ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ბრიუსელში 15-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის დაფინანსების შესახებ 2026–2027 წლებისთვის, საერთო ჯამში...

ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია

ციხიდან გათავისუფლებული ზურა ჯაფარიძე დრეს საღამოს რუსთაველსი გამზირზე მივა - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის"...