მთავარისიახლეებისაქართველოში პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

Published on

საქართველოში პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს – დიპლომატიური უწყება ევროპის და განსაკუთრებით პოლონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ვიდრე საქართველოში მოგზაურობას გადაწყვეტენ, რამდენიმე გარემოება გაითვალისწინონ.

დიპლომატიური უწყება წერს რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვათ უფუარი მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე. მათ შორის საუბარია საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შესახებაც და ასევე ფულად ჯარიმებზეც, რომელიც მათ შესაძლოა, ამავე აქციებში მონაწილეობის გამო გამოუწერონ.

„საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას...

“სენატორმა მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან”

ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის დეტალებს სენატორი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "სენატორი დეინსი...