მთავარისიახლეებიაშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა

Published on

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებისგან იმპორტზე მასიური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის კონსტიტუცია კონგრესს ანიჭებს უფლებამოსილებებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის რეგულირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკის დასაცავად პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილებებით არ არის ჩანაცვლებული.

“სასამართლო არ განიხილავს პრეზიდენტის მიერ ტარიფების გამოყენების მიზანშეწონილობას ან სავარაუდო ეფექტურობას, როგორც ბერკეტს. ასეთი გამოყენება დაუშვებელია არა იმიტომ, რომ ის დაუსაბუთებელი ან არაეფექტურია, არამედ იმიტომ, რომ [ფედერალური კანონი] არ იძლევა ამის საშუალებას”, – განაცხადა მოსამართლეთა კოლეგიამ.

ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 2 აპრილს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ე.წ. საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, თუმცა 9 აპრილს ტარიფების ამოქმედება 90 დღით გადაავადა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება არაერთხელ შეცვალა და სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები ხან გაზარდა, ხან კი შეამცირა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უნივერსალური 10%-იანი ტარიფები ძალაში დატოვა.

სიახლეები

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას...

“სენატორმა მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან”

ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის დეტალებს სენატორი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "სენატორი დეინსი...