მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილი კობახიძის ანაბარა შიშველი რჩება - სალომე ზურაბიშვილი

ივანიშვილი კობახიძის ანაბარა შიშველი რჩება – სალომე ზურაბიშვილი

Published on

ივანიშვილი დასაყრდენ კადრებს კარგავს და კობახიძის ანაბარა შიშველი რჩება – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ გომალაურის და “ოცნების” მაღალჩინოსნების თანამდებობების დატოვებების სერიებს.

ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილის წრე თანდათან იშლება.

სანქციები მოქმედებს – ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიენტი.

ჩამოშლის და რყევების პროცესს დღეს ჩვენ ვხედავთ ნათლად. პრაქტიკულად დღე არ გადის, რომ ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე, რომელიც ივანიშვილის ირგვლივ იყო და რომელიც მას აქამდე ამაგრებდა, ეს წრე იშლება. ეს არის ერთი მხრივ ნიშანი იმის, რომ სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს არის სწორედ დამახასიათებელი სანქციებისთვის, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით. მეორე ნაშანი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად, ამ ბოლო გადაადგილებებით, ივანიშვილი კარგავს იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის იყვნენ ყველაზე ახლო და სანდო ალბათ და მისი საყრდენი და რჩება რეალურად შიშველი და ანაბარა ერთი კობახიძესი, რაც არ არის მაჩვენებელი იმის, რომ რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობედე.ს ეს არის ის პოლიტიკკური რეალობა, რომელსაც მათ უნდა გაუსწორონ თვალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სიახლეები

“დანოსები” და “დასმენები” კანონის სახელით – მესამე სექტორი

"დანოსები" და "დასმენები" კანონის სახელით - ასე აფასებენ მესამე სექტორში რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებას. 31...

იბრძოლეთ გამარჯვებამდე! – მიხეილ სააკაშვილი

ახალგაზრდების დემორალიზება ვერ მოხდება, იბრძოლეთ გამარჯვებამდე - მიხეილ სააკაშვილი ქუჩის პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, არ...

ბაჩიაშვილის თქმით, ის გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „მტკვარი ჰესის“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მისი დაკავების...

ყველა უნდა ადიდებდეს გამორჩეულ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს მამაცობისთვის-კობახიძე

ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე დღე თქვენს წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი იდენტობა...