მთავარისიახლეები"ესეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გადავიტანეთ" - გომელაური

“ესეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გადავიტანეთ” – გომელაური

Published on

კობახიძემ შსს-ს თანამშრომლებს დღეს გელა გელაძე წარუდგინა, რომელიც ვახტანგ გომელაურს შეცვლის. “ოცნების” პრემიერმა გომელაურს მადლობა გადაუხადა განვლილი წლების საქმიანობისთვის და მის დამსახურებებზე ილაპარაკა. ასევე თქვა, რომ “საჭიროების შემთხვევაში”, პირობა მიიღეს, ის ისევ დაუბრუნდება “სახელმწიფოს სამსახურს”:

“შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფოს სამსახურს და კვლავაც ჩადგება წინა ხაზზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში” – თქვა კობახიძემ.

კომენტარი გააკეთა გომელაურმაც და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში “ურთულესი მოვლენები განვითარდა” –

“ესეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი” – თქვა გომელაურმა, რომელმაც თანამდებობა დღეს დილით დატოვა.

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...