მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინაში ქართველი მებრძოლი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა

Published on

უკრაინაში ტერნოპოლელი ქართველი მოხალისე დაიღუპა: 20 მაისს კიევში დაკრძალეს ხარკოვის ოლქში, დავალების შესრულებისას დაღუპული ქართველი სერგო გორნაკაშვილი – ის მტრის ჭურვმა იმსხვერპლა.

სერგო ტერნოპოლში დაიბადა ის 2007 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთს თამაშობდა, 2019 წელს კი მწვრთნელის ლიცენზია აიღო და ბავშვებს წვრთნიდა.

ასევე ამ პერიოდში, კიევში ქართული საცხობი გახსნა და ოჯახს ასე არჩენდა, თუმცა, ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე ბევრი არ უფიქრია და მოხალისედ წავიდა. ირიცხებოდა კიევის ტერიტორიული თავდაცვის რაზმში. დაჯილდოებულია რამდენიმე მედლით.

სერგო გორნაკაშვილი 20 მაისს, კიევში დაკრძალეს. მას დედ-მამა, ცოლი, ორი გოგო და ერთი ბიჭი დარჩა.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...