მთავარისიახლეები"ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა, დააკავონ.

„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა. დღეს არ დამიჭერენ, მაგრამ ხუთშაბათს მაქვს პროცესი. ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, გირაოს გადახდას აპირებს თუ არა, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა: „არა, შანსი არ არის. თუ დამიჭერენ, ციხეში წავალ. ველოდები,რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში”.

შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გირაოს არგადახდის გამო, მოსამართლე ნინო თარაშვილმა 14 მაისს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა – ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

ყველას წინააღმდეგ, ვინც ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა სისხლის სამართლის საქმე 349-ე მუხლით აღიძრა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გირაო გადახდილი აქვთ “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე პოლიტიკოს გივი თარგამაძეს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, ისინი ამბობენ, რომ არ გადაიხდიან.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....