მთავარისიახლეებიბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს

ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს

Published on

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს. ასევე გაჟღერდა “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების სახელები გვარებიც. ინგლისელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა პასუხი უნდა აგონ საქართველოში გაცოცხლებული საბჭოთა რეპრესიების გამო.

სანქციების დაწესების შესახებ თემთა პალატაში კითხვა კალუმ მილერმა დაუსვა სახელმწიფო მინისტრს. კითხვა შეეხებოდა, რამდენად განიხილება ოცნებისთის სასწრაფო წესით სანქციების დაწესება.

“ჩვენ სანქციები დავუწესეთ რამდენიმე პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარ რეპრესიულ ქმედებებზე, ასევე, კორუფციის გამო და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით, ეს ნათლად განვუცხადე ქართული ოცნების წარმომადგენლებს.

ჩვენ შევაჩერეთ უფრო ფართო თანამშრომლობა საქართველოსთან, ეს ძალიან დასანანია, რადგან ჩვენ საქართველოსთან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვქონდა, მაგრამ მანამდე, სანამ ის ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას უნდა მოჰყვეს შედეგები ისევე, როგორც შედეგები უნდა მოჰყვეს ქვეყნის შიგნით და სხვაგვარად განხორციელებულ მოვლენებს”, – თქვა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....