მთავარისიახლეები"გრძელდება აგრესიული რიტორიკა "ოცნების" მხრიდან - ელჩზე თავდასხმა მიუღებელია" - გერმანიის ახალი...

“გრძელდება აგრესიული რიტორიკა “ოცნების” მხრიდან – ელჩზე თავდასხმა მიუღებელია” – გერმანიის ახალი მთავრობა “ოცნებას” “არსებული კურსის” შეცვლისკენ მოუწოდებს

Published on

გერმანიის ახალი მთავრობა “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე. ნათქვამია გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში, რომელიც “ფორმულას” კითხვის პასუხად გამოუგზავნეს.

“გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია”, – აღნიშნულია წერილში.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....