მთავარისიახლეებისაზოგადოებაCNN: ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს

CNN: ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს. ინფორმაციას CNN-ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლასა და მოლაპარაკებებში უშუალო მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავდა. ის არ გამორიცხავდა არც იმას, რომ მოლაპარაკებებზე ჩასასვლელად დაგეგმილ ტურნეში ცვლილებებს შეიტანდა და თურქეთს ეწვეოდა: “ვიცი, სურს [პუტინს], რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია… თუ ასე შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ”.

ამასთან, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა – ცნობილი გახდა თურქეთში წამსვლელთა ვინაობა, თუმცა შემადგენლობაში თავად პუტინი არ ფიგურირებს.

ახლა დონალდ ტრამპი კატარში იმყოფება, გუშინ კი საუდის არაბეთში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....