მთავარისიახლეებიხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო – ამ წუთებში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე შეძახილების ფონზე იკითხება.

დაკავებული ჟურნალისტის ახლობლები, ამბობენ, რომ “დგებუაძემ დაკავებულ ქალ ჟურნალისტს განყოფილებაში სახეში შეაფურთხა, შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა”.

მოქალაქეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“, „დგებუაძე, ცრუ მოწმე ხარ“ “თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მაშინ როცა პოლიციის ხელმძღვანელი იკითხებოდა, დარბაზში მყოფმა მსახიობმა მალხაზ ირემაძემ მზია ამაღლობელს მიმართა, უთხრა რომ “მაგარი გოგოა და საქართველო მასთან არის”, საბოლოოდ, მსახიობი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დარბაზიდან გააძევა.

ირაკლი დგებუაძემ კი ირემაძის მისამართით გამოიყენა სიტყვა: “ჯამბაზი”.

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი – ირაკლი დგებუაძემ გამოძიებას უთხრა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ტკივილი განიცადა.
დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერტაშორისო ორგანოზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...