მთავარისიახლეებისასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Published on

პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ სხდომა დახურა.

***

11 მარტს, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.

ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა.

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. დაკავების შემდეგ მან მოსამართლეს “მურუსიძის მონა” უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი სანქცირებისთვის.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ მიიღო. პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის თქმით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზეზი ბრალდებულთა მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მისი გირაო უცვლელი დარჩა.

მოსამართლემ განმარტა, რომ პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ ვერ მოისმინა დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც გირაოს პატიმრობით შეცვლის საჭიროებას დაადასტურებდა.

12 მარტს, გიორგი ჩიკვაიძემ შიიმშილობა დაიწყო. 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის პენიტენციური სამსახურიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ საბადრაგო სამსახურმა ის გააშიშვლა, ბუქნების გაკეთება აიძულა, შემდეგ კი სკანერზე გაატარეს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...