მთავარისიახლეები"MEGOBARI აქტის სია ნიშნავს, რომ შევდივართ იზოლაციაში EU-სთან და აშშ-სთან - ასეთ...

“MEGOBARI აქტის სია ნიშნავს, რომ შევდივართ იზოლაციაში EU-სთან და აშშ-სთან – ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაში უკვე ეს გვარები და სახელები ცნობილია” – ზურაბიშვილი

Published on

“ის სიები, რაც ვნახეთ და მე მგონი, საჭიროა, რომ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდეთ, რადგან ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ეს ყველამ ვიცით, 6 თვეა რაც გრძელდება კრიზისი, რაც პარალიზებულია ქვეყანა, მაგრამ MEGOBARI აქტი და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც, პრაქტიკულად, ყველა “ოცნების” მაღალჩინოსანს ეხება, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ამავდროულად – იზოლაციაში, ქვეყანა შედის იზოლაციაში ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ერთი მხრივ ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად “ოცნების” წარმომადგენლები ისე თუ ასე ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ მათ და მეორე მხრივ – ამერიკასთან.

ყველამ ვიცით, რომ ეს სია ნიშნავს, რომ ხვალ თუ ზეგ სენატში გაივლის ეს სია, შემდეგ დაელოდებიან, როდის მოაწერს ხელს მას პრეზიდენტი, მაგრამ უკვე მოქმედებს ეს სია, იმიტომ რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა საზღვარზე, ყველა ქვეყანაში უკვე ეს გვარები და სახელები ცნობილია. ეს არის კრიზისი ზოგადად ქვეყნისთვის და ერთადერთი გზა გამოსვლის ამ კრიზისიდან, რომელზეც არის მთლიანად პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები, ის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად, შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით, ერთპიროვნულად მართავს ამ ქვეყანას და მიჰყავს ჩიხში, უფსკრულში. აქედან გამოსავალი არის ახალი არჩევნებით, ეს არის გამოცდილი ფორმა ყველა ქვეყანაში, თუ როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან ისე, რომ ეს გამოსვლა იყოს მშვიდობიანი”.

– განაცხადა მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ვის შეეხება MEGOBARI- აქტის სანქციები – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ჩამონათვალს აქვეყნებს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...