მთავარისიახლეებისაზოგადოებავის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი

ვის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი

Published on

ვის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი, რომლის კენჭისყრაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის დროით 18:30 საათზეა დაგეგმილი (თბილისის დროით 02:30).

დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:

2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებული ყველა პირი;
მოქმედ მაღალჩინოსნებს;
მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;
ასევე მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა…
ცნობისთვის, MEGOBARI აქტი კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან – სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...