მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით - კოენი

ეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით – კოენი

Published on

„დაახლოებით 12 წლის წინ მე ვიმყოფებოდი საქართველოში იმ არჩევნებზე, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა.

ამერიკაშიც, დოქტორ მარტინ ლუთერ კინგს ჰქონდა ოცნება და ეს ოცნება დღემდე ცოცხლობს. თუმცა საქართველოში, ქვეყანაში, ეს ოცნება აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს.

ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 2024 წლის არჩევნები – მათ მართლაც გააყალბეს ეს არჩევნები ამ შემთხვევაში. მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება.

ყოველ კვირას საქართველოში იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები თავისუფლებათა და უფლებათა ჩამორთმევის წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუწია მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას მომიტინგეების უკანონოდ დაპატიმრებისა და ბრალდების წასაყენებლად…

ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს თავისუფლებას საქართველოში და ახლაც არ დავუშვათ გამონაკლისი. „მეგობარი აქტი“ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. როგორც ჰელსინკის კომისიის მაღალი რანგის წევრი, ვამაყობ, რომ დემოკრატიული პარტიიდან „მეგობარი აქტის“ წარმდგენი ვარ ჩემს მეგობარ ჯო უილსონთან ერთად.ეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას ან კორუფციაში არიან ჩართულნი, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე მომზადდება ანგარიში საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირის გამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.

რაც ხდება, არსებითად, რევოლუციაა, სადაც ივანიშვილი, რომელიც პარტიას მართავს და რუსეთში თავის ინვესტიციებს ახორციელებს, ცდილობს ქვეყანა რუსეთთან და პუტინთან დააახლოოს.

დაბოლოს, ეს კანონპროექტი და ხედვა ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც მისივე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და რასაც მისი ხალხი მოითხოვს“.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...