მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენთვის ეს აქტი ნულოვანია - ზარქუა

ჩვენთვის ეს აქტი ნულოვანია – ზარქუა

Published on

“უილსონი არის, ვინ გითხრათ? უკრაინაში ჰყავთ, სულ რომ ურტყამენ, რადას დეპუტატი გონჩარენკო. ჩვენთან ჩემს “ხაბეს” უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს. “ხაბეს” ნუ დასცინით, პარტიის თავმჯდომარე იყო და მას გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე უილსონს. ეს უილსონის ინიცირებული სიგიჟეა. ხომ იცით, უილსონი რომელი კონგრესმენია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ინაუგურაციის ბილეთებში ძვირი რომ გადაახდევინა და შემდეგ გარეთ, წვიმაში დააყენა. თაღლითია, კაცი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, ემბლემებს და რაღაცებს, რომ ფული გააკეთოს. ამ ღირებულების და მორალის მქონე კაცი არის ავტორი ე.წ. აქტის, სადაც წერია, თურმე საქართველომ ევროპულ ღირებულებებს და კურსს გადაუხვია…

ჩვენთვის ეს აქტი ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს. თან ამას ისეთმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი, ვინც თავის დროზე, ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ტრამპს დამატებითი აქტები არ სჭირდება, რომ ჩვენი რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს. ეს უილსონის მიერ შეთითხნილი აქტია, რომელსაც მხარი დაუჭირა გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებულმა, დემოკრატების 300-მდე კაცმა და რესპუბლიკელების ნაწილმა, რომელიც თავად ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ბუნებრივია, არა…

გახსოვთ, თეთრი სახლის სპიკერი, ლუციფერს რომ ჰგავდა, მეთიუ მილერი, დღე არ გავიდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა – სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა. ახლა სადმე ჩანს ან ვინმე ახსენებს საქართველოს? ჩვენი დელეგაცია, დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ჩასული იყო და საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ურთიერთობების ნორმალიზება მიმდინარეობს. იმათი არეულის, ახლა დალაგება მიდის. ყველაფერი კარგად იქნება. აქტის მიღება აქ მავნებლებს უხარიათ – ირბინონ. უილსონები და გონჩარენკოები არიან. მათი ნამოქმედარით გული გაიხარონ, ჩვენ კი საქმეს გავაგრძელებთ”.

– განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა.

სიახლეები

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა - უწყების ცნობით, ჯოხაძე პოსტიდან...

ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტის მანდატზე უარით სწორ გაჩერებაზე ჩამოვედი – რუსუდან თევზაძე

არსად დავკარგულვარ, ზუსტად ვიცი, რომ ამ მომენტში სწორ, მართალ გაჩერებაზე ჩამოვედი - ამ დროსა...

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, აქტივისტ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც, 29...

ხაბეიშვილი სასამართლო დარბაზში იმყოფება

ხომ ვარ სიმპათიური? ემოციები არ გამოხატოთ, არ მინდა გაგყარონ, მინდა ცოტა ხანი გიყუროთ, -...