მთავარისიახლეებიპირველი შემთხვევაა, როდესაც 3 მაისს პატიმარი ჟურნალისტით ვხვდებით - კუპრაშვილი

პირველი შემთხვევაა, როდესაც 3 მაისს პატიმარი ჟურნალისტით ვხვდებით – კუპრაშვილი

Published on

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მედია პრესის თავისუფლების დღეს პატიმარი ჟურნალისტით ხვდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის შეფასებით, არ გავა ერთი დღეც კი, როდესაც სხვადასხვა ხერხით ივანიშვილის რეჟიმი მედიაზე ზეწოლას არ ახორციელებდეს.

წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხვდებით ქალი პატიმარი ჟურნალისტით 3 მაისს. ვინ რა უნდა წაართვა ამ ქვეყანას, ვიდრე მზია ამაღლობელის ამბით ართმევენ თავის ტრადიციებს და კულტურას. ჩვენთვის ეს მძიმე დღეა. გათავისებული გვაქვს, რომ ამ უსამართლობას ვერაფერს ვშველით. თითოეულ დღეს ერთი შემთხვევა მაინც მოდის მედიაზე ზეწოლის. ერთადერთი, რასაც “ქართული ოცნება” არ აკეთებს, არის ის, რომ თვითონ არ შედის და არ ხურავს. ან თავი უნდა მოიკლა, ან უნდა დაგაპატიმრონ, ან უნდა დაგიკეტონ შემოსავლის ყველა წყარო, გაგაშავონ, შენ წინააღმდეგ კამპანია უნდა აწარმოონ”. – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

დღეს 3 მაისია, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რომელსაც საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება. მხოლოდ ერთ წელიწადში, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, მედიის უფლებების დარღვევის 340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

კვლევის შედეგებს მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი აქვეყნებს და წერს, რომ დაფიქსირდა 112 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, 12 უკანონო დაკავების ფაქტი და 77-ჯერ შეზღუდული უფლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ერთ წელიწადში პირველად შეიქმნა პრეცედენტები, როცა ჟურნალისტებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ ნიღბიანი ზონდერ დაჯგუფებები და ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ. საქართველოს დღეს პირველად ჰყავს ქალი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.

ამასთან, უკვე დაიხურა ერთი კრიტიკული არხი, ათობით ჩვენი კოლეგა კი რეჟიმის რეპრესიების გამო საკუთარ პროფესიას ჩამოშორდა.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...