მთავარისიახლეებიუახლოეს 10 დღეში ბრალს წამიყენებენ - ნანუკა ჟორჟოლიანი

უახლოეს 10 დღეში ბრალს წამიყენებენ – ნანუკა ჟორჟოლიანი

Published on

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის სახლშიც გუშინ პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკაზე შევიდნენ, ელოდება, რომ უახლოეს 10 დღეში ბრალს წაუყენებენ.

“”ოცნება” ყველაფერს იკადრებს. თუ გადაწყვეტს და ჩათვლის, რომ ნანუკას დაჭერა საჭიროა, ნანუკას აუცილებლად დაიჭერს. ამიტომ მე გააზრებულ ბრძოლაში ვარ შესული” – ამბობს ჟურნალისტი “ტვ პირველის” ეთერში.

“ოცნება” ყველაფერს იკადრებს. თუ გადაწყვეტს და ჩათვლის, რომ ნანუკას დაჭერა საჭიროა, ნანუკას აუცილებლად დაიჭერს. ძალიან გააზრებულ ბრძოლაში ვარ შესული. ისინი ყველაფერს იკადრებენ, ამიტომ მე გააზრებულ ბრძოლაში ვარ. ზუსტად ვიცი, რომ უახლოეს 10 დღეში ბრალს წამიყენებენ. დიდხანს არ გაწელავენ. შემდეგ დააკვირდებიან, ბრალის წარდგენა რა გავლენას მოახდენს. ყველაზე მთავარი არის ის, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მათ დასაშინებლად ხდება. მათი რეაქცია უნდა იყოს, რომ არა, არ მეშინია”. – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო – 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...