მთავარისიახლეებიISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

Published on

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” („სამართლიანი არჩევნები”) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

ორგანიზაციის ცნობით, ნინო დოლიძისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩიეს.

“ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

ნატროშვილი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. ის 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ნატროშვილი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მას საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE). ნატროშვილი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. ის ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია”, – წერია ინფორმაციაში.

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს...

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...