მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიცია მარიამ გეგუჩაძის ბინაშიც შევიდა

პოლიცია მარიამ გეგუჩაძის ბინაშიც შევიდა

Published on

მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლაინის სახლის ჩხრეკის პარალელურად, ჩხრეკა მის სახლშიც მიმდინარეობს.

როგორც მარიამ გეგუჩაძე “პირველებთან” ამბობს, მას სახლში არ უშვებენ.

გეგუჩაძე ვარაუდობს, რომ საქმე “სირცხვილიაზე” ცალკეა აღძრული და შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს მის სახლში სამართალდამცველების შესვლაც.

ჩემს სახლში ისე მიმდინარეობს ჩხრეკა ისე, რომ არც მე ვარ და არც ადვოკატია და მეუბნებიან, რომ რომ მორჩება მერე შეხვალო. ვითხოვ, რომ შევიდე სახლში, ამ სახლში მე არც ვცხოვრობ, ჩემს სახელზეა, მაგრამ ცხოვრობს ბიძაჩემი. როგორც ჩანს “სირცხვილიაზე” არის ცალკე საქმე აღძრული და ამიტომ შევიდნენ ჩემს სახლშიც. იმ “სირცხვილიაზე” რომელიც არ ფუნქციონირებს. წარმოუდგენელია მართლა ეს ყველაფერი. პარალელურად მიმდინარეობს ჩხრეკა დედაჩემის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში”, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო – ჩხრეკა დასრულდა ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და რომ~ცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

ჩხრეკა ამ წუტებშიც მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. რამიშვილსი ქუჩაზე პოლიციელები უპრეცეწდენტო რაოდენობაა. ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტის ახლობლები, ოჯახის წევრები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.

ცნობილი ხდება რომ ჩხრეკა ტარდება “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც.

სიახლეები

არქიმანდრიტი დოროთე ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გაათავისუფლეს

საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გაავრცელა. კომისია პატრიარქს მიმართავს, რომ...

დოროთე ყურაშვილი – მღვდლობიდან განმაყენებენ თუ არა, ორივე გადაწყვეტილება გამარჯვება იქნება

დავრჩები ისე, როგორც ვარ, თუ მღვდლობიდან განმაყენებენ, ორივე ჩემთვის გამარჯვება იქნება, რადგან მე ვებრძვი...

სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში...

ნინო დათაშვილი ციხეს 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალტა ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტს...