მთავარისიახლეებიპოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი "ოცნების" პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი “ოცნების” პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

Published on

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი “ოცნების” პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

“ოცნების” დეპუტატებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს 79-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კანონის პროექტი მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში დაკორექტირდა. ცვლილება კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადებს შეეხო.პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ამასთან, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი – 14 დღეს.

დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ეს ვადა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდისთვის მხოლოდ 14 დღით იქნება განსაზღვრული.

სიახლეები

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...