მთავარისიახლეებისაზოგადოებანანუკა ჟორჟოლიანის სახლში 6 საათიანი ჩხრეკა დასრულდა

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში 6 საათიანი ჩხრეკა დასრულდა

Published on

“ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წარმომდგენლებმა ჟურნალისტის სახლი უკვე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებები 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ჩხრეკისას ამოიღეს მეხსიერების ბარათები, ტელეფონები, ასევე მიში შვილის ლეპტოპი.

“დილის 9 საათი ჯერ არ იყო, როდესაც მივიღე შეტყობინება ჩემი ადვოკატისგან, რომელიც ასევე არის “ფროსფერითის” ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ იქ შევიდნენ ჩხრეკაზე და იცოდე, მაინც ინფორმაციას გაწვდი. ამის შემდეგ, ჩემი შვილი წავიდა და მითხრა, რომ დაბლა ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და მივხვდი, რომ ჩხრეკაზე შემოდიოდნენ. ერთადერთი მინდოდა, რომ საბას სახლიდან გაესწრო, მაგრამ ვერ გაასწრო რა. წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. მასთან ერთად იყვნენ პროკურორები, რომლებსაც ეწერათ, რომ იყვნენ პროკურორები. იყო 5 ცალი, რაღაცნაირი, უფორმო პოლიციელი. რაც მთავარია, საბამ ამოიცნო ერთი და მითხრა, რომ ეს არის პოლიციელიო. რომ მივხვდი უკვე ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ, მე თვითონ მივეცი, საბა რახან იყო სახლში.

პირველი, ყველაზე სერიოზული რეაქცია რაზეც ჰქონდათ, ეს იყო ლაივი და მე მათ ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდომა არ მქონდა და შესაბამისად, ეს იყო ჩემი დაცვა, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც კი აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ ლაივს არ გავთიშავდი. საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი, რადგან პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუსი მეთვალყურეობას უწვებოდა. ეს არის საინტერესო, რადგან იქ ნდობის ფაქტორები არის სისტემაში მორღვეული, “ოცნება” სისტემაში ერთმანეთს ნაკლებად ენდობა.

პროკურატურა რომ დადიოდა, სუს-ი ეუბნებოდა რა უნდა ექნა. ისინი ეუბნებოდნენ, ანიშნებდნენ, ისინი იღებდნენ პირდაპირ ეთერში გარკვეულ მინიშნებებს და პროკურატურაც ამის მიხედვით მოქმედებდა. მათი მთავარი ამბავი იყო, რომ ლაივში ეს ყველაფერი არ ყოფილიყო. ჩხრეკის განჩინება არის გაცემული პირველ აპრილს, მე რომ სამ აპრილს დავწერე სტატუსი, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შემოდიან, ის ინფორმაცია იყო სწორი. სამართლებრივად ამიხსნეს, რომ ვადა გასდიოდა ამ ნებართვას და შესაბამისად გამოიყენეს ეს ნებართვა. აქ იყო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებული. ამოიღეს ყველაფერი საბას ნათლობიდან დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს, ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომლებიც არ ირთვება და დანარჩენი ამოიღეს, ე.წ. ფლეშკები”, – თქვა ჟორჟოლიანმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...