მთავარისიახლეებიჰამბურგში ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი მოკლეს

ჰამბურგში ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი მოკლეს

Published on

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გერმანელი მწერალი ალექსანდრა ფრიოლიხი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ჰამბურგში პოლიციამ კი საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა.

მედიის ერთი ნაწილის ვერსიით, სიკვდილის მიზეზად თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა გახდა. რამდენიმე გამოცემა წერს, რომ მწერალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ჰამბურგის პოლიცია აქტიურად მუშაობს მტკიცებულებებზე და მოწმეების გამოკითხვაზე. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ვინც რაიმე ინფორმაციის ფლობს, დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს.

ალექსანდრა ფრიოლი რომანის Meine russische Schwiegermutter und andere Katastrophen (ჩემი რუსი დედამთილი და სხვა უბედურებანი) ავტორია.

ფრიოლიხის ჟურნალისტური კარიერა კიევში დაიწყო, სადაც ის ქალთა ჟურნალების განვითარებაზე მუშაობდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...