მთავარისიახლეებირეჟიმის პატიმარ ანტონ ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს - აქტივისტი პროცესზე ვერ...

რეჟიმის პატიმარ ანტონ ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს – აქტივისტი პროცესზე ვერ მიიყვანეს

Published on

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანტონ ჩეჩინის ჯანმრთელობა დამძიმდა. პატიმრის გამოკვლევებში ჩანს, რომ მას თავის ტვინში კისტურ – ქსოვილოვანი წარმონაქმნი აქვს.

ბოლო პროცესებია დაკავებულის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს, მაგრამ მოსამართლე შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. არადა, მოსამართლეს მაგიდაზე უდევს ფორმა ასი, სადაც წერია, რომ ანტონ ჩეჩინს თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე აქვს და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქტივისტი დღეს საქალაქო სასამართლოში ვერ მიიყვანეს, ამიტომ სხდომა სულ რამდენიმე წუთით გაიხსნა. გამოცხადდა შესვენება. პენიტენციურიდან ელოდებიან წერილს, სადაც განმარტებული იქნება, რა მიზეზით ვერ გამოცხადდა ჩეჩინი საკუთარ პროცესზე. სწორედ ამ წერილის მიღების შემდეგ გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა სასამართლო სხდომები.

ოჯახის წევრები შიშობენ, რომ აქტივისტის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ არც ისე კარგია. როგორც იცით, კისტა თავში გაეზარდა. ყველამ იცის, რომ სიმსივნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და როდესაც ადამიანს შეხვდება ამხელა ნერვიულობა და ამის შემდეგაც არავინ არაფერს ითვალისწინებს, არც გამიკვირდა, რომ ის კისტა გაეზარდა. ექიმიც ამბობს, რომ სასწრაფოდ საოპერაციოა, თუმცა თვითონ უარზეა, რადგან ჯერ საშიში ქვეყნიდან ჩამოვიდა და ეგონა, რომ აქ იქნებოდა უსაფრთხოდ, შემდეგ აქ ჩაუდეს ნარკოტიკები, ამიტომ საქართველოში უკვე აღარავის და აღარაფერს ენდობა და ამბობს, რომ სანამ არ გამოვა, ოპერაციასაც არ გაიკეთებს. რა თქმა უნდა, მოსამართლე არაფერს ითვალისწინებს. იმედი მაქვს, რომ აღარ და იქამდე მაინც გაძლებს, სანამ ის ციხიდან გამოვა, – ამბობს ჩეჩინის მეუღლე.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.

სიახლეები

9 მაისის აღსანიშნავად, პუტინი დროებით “ცეცხლის შეწყვეტას” აცხადებს – კრემლი

8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს - ნათქვამია კრემლის განცხადებაში....

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით, 500 ყველაზე მდიდარ ადამიანში "ქართული...

ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. აღკვეთის...

ბესელია და დგებუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო შეძახილებით შეაცილეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის...