მთავარისიახლეებიბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

Published on

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით, 500 ყველაზე მდიდარ ადამიანში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს.

Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

რამ გამოიწვია სიიდან ივანიშვილის ამოვარდა, უცნობია.

კიდევ ერთი ბიზნესგამოცემის, Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია. თუ 2024 წელს „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ლიდერის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2025-ში ეს რიცხვი 2.7 მილიარდია.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული.

სიახლეები

ერთად ავღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე! ზუგდიდში 26 მაისს მაშტაბური აქცია გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სამეგრელო კიდევ ერთხელ ერთსულოვნად შეუერთდება ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებულ ეროვნულ...

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია. როგორც საელჩო გავრცელებულ განცხადებაში წერს, კოალიცია...

ენმ-ის წარმომადგენლები EU-ს ელჩს ხვდებიან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს...

დონალდ ტრამპი – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა. აშშ-ის...