მთავარისიახლეები1 მაისიდან „მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება

1 მაისიდან „მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება

Published on

1 მაისიდან „მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა დღეს, 28 აპრილს, გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.

ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებითაც ადასტურებენ. ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ სიციალურ ქსელში დაწერა, რომ ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის პერიოდი დასრულდა და ის “სახლს”, რომელშიც შექმნის დღიდან იყო, იძულებით ტოვებს.

“5 წელი ამ ფრონტზე ვიდექი — უამრავი ამბავი გავაშუქე, ყველაზე მძიმე შემთხვევებიდან დაწყებული, ყველაზე მტკივნეული დანაშაულებით დამთავრებული.

ყოველთვის მჯეროდა, რომ კრიტიკულ მედიას ხალხის ხმა უნდა ეთქვა მაგრამ..
სწორედ ეს იყო მთავარი ამოცანა — გვეთქვა ის, რაზეც სხვები დუმდნენ”, – წერს ბახტაძე.

მსგავსი პოსტი დაწერა ჟურნალისტმა თათია წოწონავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “რუსთავი 2”-დან წამოსვლის შემდეგ თავიდან ააშენეს ახალი არხი, რისთვისაც თანამშრომლებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იბრძოლეს.

“ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის”, – წერს წოწონავა.

ბოლო პერიოდში “მთავარ არხზე” არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ ღიად საუბრობდა გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია, რომელიც შექმნილ ვითარებაში არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, გიორგი ქურდაძეს ადანაშაულებდა. მისი თქმით, მაუწყებლობაში არსებული ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა. 2024 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...