მთავარისიახლეებისამეგრელოში არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ოჯახის წევრები დანაშაულს აღიარებენ, დედა აცხადებს, რომ ბავშვს...

სამეგრელოში არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ოჯახის წევრები დანაშაულს აღიარებენ, დედა აცხადებს, რომ ბავშვს დაშინების მიზნით რამდენჯერმე უკბინა

Published on

სამეგრელოში არასრულწლოვანზე ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის საქმეზე “მთავარი არხის ვებგვერდისთვის” დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბებია და დედა არასრულწლოვანის ცემის ფაქტს აღიარებენ. ასევე ბავშვის დედა აღიარებს იმასაც, რომ დაშინების მიზნით, მას რამდენჯერმე უკბინა.

ოჯახის წევრები ბავშვზე ძალადობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ის რთული ქცევის იყო, ხშირად არ უჯერებდა და თავად ძალადობდა შინაურ ფრინველებზე.

როგორც დედამ და ბებიამ, ასევე ბავშვმაც დაკითხვისას განაცხადეს, რომ არასრულწლოვანი დასჯის მიზნით ერთი ღამით იყო გამოკეტილი დამხმარე შენობაში (ნალიაში).

ამ ეტაპზე ბავშვის ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ჩადენას არასრულწლოვანის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...