მთავარისიახლეებიმსოფლიოტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

Published on

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, “ყველას ესმის, რომ ყირიმი დიდი ხანია მათთანაა“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყირიმი რუსეთს „გადასცა“ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

შეძლებენ ისინი [უკრაინა] მის დაბრუნებას? ყირიმში მოსახლეობა ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ ეს მათ ობამამ გადასცა. ტრამპს არ გადაუცია. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ. ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკის ეს ესმის. მათ [რუსეთი] ყირიმი ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს. ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინის NATO-ში შესვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნ, რომ “ვერასდროს შევა და უკრაინის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების სურვილის გამოთქმა ომის დაწყების მიზეზი გახდა.“

არ მგონია, რომ ისინი [უკრაინა] ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ. ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი, რომ არ წამოჭრილიყო, მაშინ გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ომი არ დაწყებულიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიახლეები

არქიმანდრიტი დოროთე ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გაათავისუფლეს

საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გაავრცელა. კომისია პატრიარქს მიმართავს, რომ...

დოროთე ყურაშვილი – მღვდლობიდან განმაყენებენ თუ არა, ორივე გადაწყვეტილება გამარჯვება იქნება

დავრჩები ისე, როგორც ვარ, თუ მღვდლობიდან განმაყენებენ, ორივე ჩემთვის გამარჯვება იქნება, რადგან მე ვებრძვი...

სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში...

ნინო დათაშვილი ციხეს 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალტა ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტს...