მთავარისიახლეები"პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი...

“პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე – არავის ჰუმანურობა არ მჭირდება” -ჭიჭინაძე

Published on

“დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება. პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, რითაც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამე პასუხისმგებლობა არის საჭირო, რომ დამეკისროს, ეს უნდა გააკეთოს სასამართლომ. როცა ადამიანს შეუძლია, რომ ქალს, პატიმარ ქალს ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს და როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკა, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი. დავამატებ კიდევ ერთს, აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კიდევ ერთი რამ, ეს უკვე სხვებს ეხება და მიმხვედრი მიხვდება, სანამ რაღაცას დააპირებთ და ცდით, უნდა იცოდეთ, ვისთან ცდით და ვისთან ბედავთ”.

– განაცხადა პოლიტპატიმარმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...