მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

Published on

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თავმჯდომარის, კახი სამხარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800-ს ადამიანს აჭარბებს.

ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მხოლოდ საჯარო რეესტრიდან უკვე 200 ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა.

“საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება რეპრესირებული საჯარო მოხელეების რიცხვი. მხოლოდ ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან განთავისუფლდა უკვე 200-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე და ზოგად მთელ საჯარო სექტორში გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800-ს ადამიანს აჭარბებს.

განათლების სამინისტროში 16 აპრილს გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც ამ ეტაპზე ეხება უშუალოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკვე გაუშვეს რამდენიმე თანამშრომელი – მიუხედავად იმისა რომ რეორგანიზაცია კიდევ 2 თვე გაგრძელდება. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეეხება განათლების სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპებს, მათ შორის სასწავლი დაწესებულებებს. ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ჩარევა განათლების სისტემაში და ცდილობს წინასაარჩევნოდ მოასუფთაოს ეს სივრცეც.

მიმდინარე მოვლენების გამოძახილად საქართველოში მოქმედი 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები ვგეგმავთ პირველ მაისს კოლმეურნეობის მოედნიდან მსვლელობას, რათა გამოვხატოთ პროტესტი საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო”, – თქვა სამხარაძემ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...