მთავარისიახლეებირეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია-ზურაბიშვილი

რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია-ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეწყვეტის მცდელობაში ადანაშაულებს.

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა სურს:

ვიზალიბერალიზაციის თემა ორი მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია.

ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც წუხან და შეჩერება სურთ, არა, ეს მოყვება მათ მოქმედებებს. ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია” – თქვა მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...