მთავარისიახლეებიგიორგი ჩიკვაიძე სასამართლოში ეტლით მიიყვანეს

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოში ეტლით მიიყვანეს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილიდან მიღბულ კადრებში ჩანს, რომ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, სასამართლოში ეტლით მიიყვანეს.

ეს არის ჩიკვაიძის პირველი გამოჩენა საჯაროდ, მას შემდეგ რაც ბიზნესმენს ხელბორკილები პირდაპირ საამართლოში დაადეს და ციხეში გადაიყვანეს.

ჩიკვაიძემ შიმშილობა სწორედ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრების მიზნით შეწყვიტა, ამიტომ არსებობს, მოლოდინი, რომ ბრალდებული ხმაურიანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

დღეს ჩვენება ბრალდებულებმა – გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა უნდა მისცენ.

სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე, გიორგი ჩიკვაიძემ სკანდალურ განცხადება გაავრცელა. ბიზნესმენის თქმით, დაკავების შემდეგ, მას რეჟიმი აიძულებდა, ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ ცრუ განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, თითქოს დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად აშშ-ის საელჩო აძლევდა.
როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი პაპაშვილმა განაცხადა, მზად არიან, რომ ნებისმიერ დასმულ შეკითხვას პასუხი გასცენ.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო პროცესზე გიორგი ჩიკვაიძე წარმოდგენილი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ, შეწყვიტა შიმშილობა მან, რომ არანაირი მიზეზი არ ჰქონოდათ პენიტენციურ დაწესებულებას, სასამართლოსა და პროკურატურას, რომ სხდომაზე არ მოეყვანათ.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს სასამართლოსგან, როდესაც ამდენი სინდისის პატიმრის სასამართლოებს ვუყურებთ, არანაირი საფუძველი არ არსებობდა მათი დაკავების და არც გიორგის დაკავების. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს მივყვებით პროცესს“, – განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.

ფოტო:ტვ პირველი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...