მთავარისიახლეებისაზოგადოებაწულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

Published on

წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პოკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყებაში ოპოზიციონერი ლიდერი 17:30 საათზე უნდა მივიდეს, სადაც მას ბრალს წარუდგენენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დღეს ბრალი კოალიცია “ცვლილებისთვის” კიდევ ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს წაუყენეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...