მთავარისიახლეებისაზოგადოება"მკვდარი ზონები" საოკუპაციო ხაზთან

“მკვდარი ზონები” საოკუპაციო ხაზთან

Published on

“მკვდარი ზონები” საოკუპაციო ხაზთან – რატომ არ ხდება მათი ეფექტური მონიტორინგი და რატომ არის მიტოებული ზონები, რომელიც საქართველოს კონტროლის ქვეშ არის? – დღეს ეს კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა დაუსვა “ქართულ ოცნებას”.

სამხედრო ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. გიორგი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სწორედ ე.წ. მკვდარი ზონები აჩენს შავ ხვრელებს საოკუპაციო ხაზთან და მისი თქმით, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც კონტრაბანდისთვის, ისე კრიმინალური ქმედებისთვის.

სამხედრო ექპსერტის განცხადებით, “მკვდარი ზონების” გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის ასევე შეუძლია ოკუპანტ სახელმწიფოსაც.

შაიშმელაშვილი ამბობს, რომ არსებობდა მონიტორინგის წყარო, ეს იყო პარტნიორების მიერ გადმოცემული სპეციალური მანქანები, რომელსაც ექსპერტის თქმით, “ოცნება” არ იყენებს.

ეს არის ტერიტორია, რომელსაც არ ფარავს არცერთი კონკრეტული საგუშაგო და თავისთავად ცხადია, რომ ამ ტიპის შავი ხვრელები ტოვებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას, როგორც კრიმინალური თვალსაზრისით – ანუ ეს შეიძლება იყოს ადგილი და წყარო ვთქვათ რაღაც სახის კონტრაბანდის გადაზიდვის ან კრიმინალების გადაადგილების, მათ შორის შეიძლება ტერორიზმის საფრთხეც კი იყოს, პლუს, როცა მეორე მხარეს არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება დივესანტების შემოსაგზავნადაც შეიძლება გამოიყენოს. მაღალი გარჩევადობის კამერებია ამ თვალსაზრისით საჭირო, მხოლოდ დრონები არ უშველის ამ ყველაფერს, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს ამ სივრცეს. მთავარი ამბავი არის, ის, გარდა იმისა, როცა უსაფრთხოების გამოწვევებზე ვლაპარაკობთ, ეს არის ადამიანების უსაფრთხოება. ამ თემის გადასაფარად იყო მათ შორის ის მანქანები მომზადებლი, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა გადმოგვცეს, რომ ამ მანქანებით ამ “მკვდარი ზონების” კონტროლი მომხდარიყო, რომელიც არ გამოიყენეს. ეს არის მანქანები, რომლებიც აღჭურვილია მაღალიგარჩევადობის და რადიოელექტრონული კამერებით, რაც საშუალებას მოგცემდა ჩვენ საოკუპაციო ხაზის სიღრმეში გვცეკონტროლებინა ყველანაირი გადაადგილება”, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა “პირველებთან” განმარტავს, თუ რას ეწოდება “მკვდარი ზონები” და რა ტერიტორიებს მოიცავს ის.

“მკვდარი ზონები”, ჩვენ ამას ვეძახით შიშის ზონებს, გახლავთ ის ტერიტორია, რომელივ დე ფაქტო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მდებარეობს ჩვენს კონტროლირებად მხარეს. იქ გადაადგილდებიან ხშირად რუსი საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები, ორკები. მდებარეობს მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დაწყებული ზემო რაჭიდან, დამთავრებული თრუსოს ხეობით. ეს გახლავთ ასევე ის ტერიტორიები, რომლებიც მონიშნული აქვს ფაქტობრივად რუსულ საოკუპაციო ძალას, თავისი ოსი სეპარატისტების მეშვეობით ახალ საოკუპაციო გეგმაში. მინიმუმ სამოცი მილიონი კვადრატული მეტრი, რაც უდრის ფაქტობრივად ცხრა ცხინვალზე მეტ ტერიტორიას, არის გადაქცეული შიშის ზონებად. არალეგიტიმური ქოც მთავრობა, ის მოქმედებს რუსეთის საამებლად და მათი ინტერესების უზრუნველსაყოფად”.- ამბობს ქაცარავა.

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, გიორგი თავდგირიძის თქმით, აღნიშნული ტერიტოია “ქართულმა ოცნებამ” სრულად მიატოვა და “თეთრ ლაქად აქცია”.

ქართულმა პოლიტიკამ მიატოვა ეს ტერიტორია და თეთრ ლაქად აქცია თავისთვის. ჩორჩანაში კი არ უნდა ვიჭიდაოთ იმაზე, რომ გადმოწევს თუ არ გადმოწევს, მონიტორინგი უნდა გვქონდეს, რომ ვერსად ვერ გაბედავს. ბევრი ადამიანი რომელიც დაიღუპა სეპარატისტების ან რუსების ხელით, დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტიპის მონიტორინგი არ იყო.
ბუნებაში ესეთი სირაქლემას პოლიტიკა მე არ ვიცი, არ მინახავს ეგეთი რაღაც. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, არანაირ არ გაღიზიანების პოლიტიკას არ აწარმოებს ოცნება. მათ აქვთ არაფრის კეთების პოლიტიკა. ეს არის მათი პირადი კურატორების არ გაღიზიანება, კრემლის არ გაღიზიანება”, – ამბობს ექსპერტი.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...