მთავარისიახლეებიკესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

Published on

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ჯაიანი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, მან წერილი გამოგზავნა, სადაც მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.

ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.

ბექა ჯაიანის ადვოკატის განცხადებით, “განაჩენი არის უკანონო და გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში”.

„ის გავლენის ქვეშ მოექცა, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით მხოლოდ მორალური თვალსაზრისით მიიღო და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი უკანონოა და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ეს განაჩენი უკანონოა გენდერის, განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილში და ასევე სისტემატური ცემის ნაწილშიც. იგივე არგუმენტაცია მექნება სააპელაციო სასამართლოშიც. უდავო მტკიცებულებით დასტურდებოდა ის, რომ ბექა ჯაიანს უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდა კესარია აბრამიძის გენდერული იდენტობის მიმართ. განსაკუთრებულ სისასტიკესთან დაკავშირებით არგუმენტი ის იყო, რომ მრავალი ჭრილობა ავტომატურად სისასტიკეს არ ნიშნავს და ეს სუბიექტური კრიტერიუმებით გამოირიცხებოდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ეს მოსამართლის გამოუცდელობას უსვამს ხაზს, ახლახან არის დანიშნული და ვფიქრობ, ის გავლენის ქვეშ მოექცა”,- განაცხადა ჯაიანის ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობდა, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 წლის ჯაიანს სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 20 სექტემბერს შეუფარდა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...