მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ, კომისია იმპოტენტია" - გახარიას გუნდი

“ოცნება საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ, კომისია იმპოტენტია” – გახარიას გუნდი

Published on

გახარიას გუნდში ირწმუნებიან, რომ ექსპრემიერის არალეგიტიმურ პარლამენტში ე.წ. კომისიაზე გამოცხადება გამბედავი ნაბიჯი იყო. მეტიც, ზაზა თავაძე “პირველებთან” ამბობს, რომ გიორგი გახარიამ გუშინ “ოცნება საკუთარ მოედანზე დაამარცხა”.

თავაძე ფიქრობს, რომ წულუკიანის კომისიას გახარიას გუშინდელი განცხადებებით “დაესვა წერტილი, გახდა ქმედუუნარო და იმპოტენტი”

მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთი ცალკე აღებული გამბედავი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელმაც შემოიყვანა თამაშში ხალხო ბიძინა ივანიშვილი და მე პირდაპირ გეტყვით, რომ აქციებზე ყოფნისას და სხვადასხვა დისკუსიებში ყოფნისას, ბევრი ადამიანი პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ თქვენი მხარდამჭერები იმ შემთვევაში, თუ გიორგი გახარია იტყვის რატომ გადადგა და 20 ივნისს ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. შესაბამისად ეს კითვები საზოგადოებამ მიიღო და ახლა თქვენ თუ მეუბნებით, რომ იქ ვიღაცა ვიღაცას რაღაცას დაპირდა და ამიტომ არ უნდა მისულიყო გიორგი გახარია – ბოდიში რა. “ოცნება” დამარცხებულ იქნა საკუთარ მოედანზე. ამ კომისიას ფაქტობრივად დაესვა წერტილი, ეს კომისია გუშინდელი დღის მერე არის ქმედუუნარო და იმპოტენტი, შესაბამისად, ის ჰიბრიდული პროპაგანდა და ომი, რაც ხორციელდებოდა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, ეს შეჩერდა. ახლა საზოგადოებამ განსაჯოს – გახარია მოიქცა, როგორც პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული და გამბედავი პოლიტიკოსი, თუ არა”, – ამბობს ზაზა თავაძე.

ცნობისთვის, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...