მთავარისიახლეებიჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი" -...

ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი” – გახარია

Published on

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ 20 ივნისთან დაკავსირებით, “ფართო კონტექსტის გასააზრებლად” ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი და მისი მასპინძელი უნდა გამოიკითხოს.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, უნდა გამოიკითხოს მაშინდელი გენერალური პროკურორი და სუს-ის უფროსი, რომელმაც “რისკები ვერ დააზღვია”.

“ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი. ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს. უნდა გამოკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები… თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, ეს კომისია იქნება ნახევარისიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი სიმართლე”, – თქვა გახარიამ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...