მთავარისიახლეები"თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ, სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ" - ზურაბიშვილი რეპრესიებში...

“თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ, სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ” – ზურაბიშვილი რეპრესიებში მონაწილე საჯარო მოხელეებს

Published on

სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ, ოცნების რეჟიმის მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმაურება და რეპრესიებში მონაწილე საჯარო მოხელეებს მიმართავს:

“მინდა მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას ვინც არის ჩართული ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით და ვუთხრა, რომ – თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ამ ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არამხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ მორალურად იქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ამაზე.

ჩვენი, წინააღმდეგობის პლატფორმის მხრიდან არ არის არანაირი სურვილი მომავალში რამე შურისძიების იმიტომ, რომ შურისძიება ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და ვხედავთ დღესაც” აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, ბრიტანულმა სანქციებმა ოცნება გააღიზიანა, რადგან სწორედ იქ ინახავს ქონების დიდ ნაწილს ივანიშვილი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...