მთავარისიახლეებითემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს

თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს

Published on

რეჟისორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს. თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის ლიკვიდაციას ხელი კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა. ეს სწორედ ის სივრცეა, რომელიც დამწყებ დრამატურგებს უნიკალურ შანსს აძლევდა, ესწავლათ საკუთარი საქმე უფასოდ.

თემურ ჩხეიძის სახელოსნო დაფინანსებას კულტურის სამინისტროსგან იღებდა, თუმცა, ირკვევა, რომ 21 თებერვალს, სასარაფო წესით, სახელოსნოს გამგეობაში სამი ახალი წევრი დანიშნეს, შემდეგ კი პირველივე სხდომაზე – ლიკვიდაცია გამოაცხადეს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა.

კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გიორგი ცქიტიშვილი, რომელმაც ყველანაირი განმარტების გარეშე გვამცნო ცენტრის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე. რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას თანამედროვე თეატრალური ხელოვნების ცენტრის თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციის შესახებ.
ლიკვიდაციის შედეგად სახელოსნოს 24 თანამშრომელს მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუჩერდათ 2026 წლამდე დადებული სამუშაო ხელშეკრულებები. გაუქმდა მიმდინარე თეატრალური სეზონისთვის დაგეგმილი 20-მდე პროექტი.
გადაწყვეტილების მიღებისას არავის გაუთვალისწინებია, რომ ეხებოდა თემურ ჩხეიძის უმნიშვნელოვანეს, უკანასკნელ პროექტს. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა მისი ყოფილი სტუდენტების ხელით.
არ ვაპირებთ გაჩერებას, არ შევეგუებით რეპრესიებს, დაშინებას, თავდასხმას გამოხატვის თავისუფლებაზე. ვასრულებ თავად თემურ ჩხეიძის სიტყვებით: არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან, – თქვა დათა თავაძემ სამეფო უბნის თეატრში.

თემურ ჩხეიძის სახელსონოს დახურვას “სიბოროტეს” და “სიშლეგეს” უწოდებს მსახიობი ბაია დვალიშვილი. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ვენდეტა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტში დგას.

ეს ისეთი სიბოროტეა, ეს ისეთი ენით აღუწერელი სიშლეგეა, შურია. არის რაღაცა, რასაც არ უნდა ახლო ხელი. ის უნდა იყოს, იმიტომ რომ ის რამდენ ხანსაც იარსებებს ის, იმდენ ხანს გაზრდის თაობებს. ეს არის ვენდეტა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ვდგავართ პროტესტში, ვინც ვიდექით და ვინც ვიდგებით. ვნახოთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ,- ამბობს ბაია დვალიშვილი.

მსახიობი კახა კინწურაშვილი კი ამბობს, რომ მომხდარი “წითელი ხაზიც კი აღარ არის”.

ამ სახელოსნოს დახურვა მოხდა მისი სტუდენტების ხელით, რაც არის აბსოლუტურად გაუგონარი ამბავი, წითელი ხაზიც აღარ არის. ეს გააკეთეს ადამიანებმა, რომლებიც ციტირებენ თემურ ჩხეიძეს, მაგრამ ხურავენ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს, – ამბობს კახა კინწურაშვილი.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...