მთავარისიახლეებიპედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე დუშეთში 45 წლის კაცი დააკავეს

პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე დუშეთში 45 წლის კაცი დააკავეს

Published on

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

“2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება აცხადებს, რომ შეიქმნება პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის -199 მეშვეობით.

სიახლეები

საჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ – სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან...

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც...

ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიცია მის ბინაში მრევლს არ უშვებს

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მრევლის ინფორმაციით, ბერი...

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...