მთავარისიახლეებიკონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები პრაქტიკულად საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე...

კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები პრაქტიკულად საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია, ამ ქვეყნებთან ურთიერთობა – კობახიძე

Published on

“დიპლომატიაზე საუბრისას, ჩვენ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ დიპლომატია ომის დროს და მშვიდობის დროს. ამ ორ ვითარებაში დიპლომატიას განსხვავებული ძალა აქვს. ამჟამად ჩვენ გვიწევს ომის პირობებში არსებობა. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ომი მიმდინარეობს და მინდა ჩვენი გამოცდილებით გითხრათ, რომ ამ მდგომარეობაში დიპლომატიის ძალა არის ძალიან სუსტი…

მე შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში გყავს ელჩები, რომლებიც პრაქტიკულად საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ ამ კონკრეტულ ქვეყნებთან გვქონდეს ურთიერთობა. ისინი ყოველთვის ჩივიან ამაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდობის პერიოდს. როგორც კი მშვიდობა აღსდგება, დიპლომატია მთავარ ადგილს დაიკავებს. ამჟამად პოლიტიკური ინტერესები არის უპირატეს მდგომარეობაში, დიპლომატიის ნაცვლად. როგორც კი მშვიდობა აღსდგება მე დარწმუნებით გეტყვით, რომ დიპლომატია გადაწონის სხვა საკითხებს.”

განაცხადა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...