მთავარისიახლეებისაზოგადოება"უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ?" -...

“უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ?” – კალაძის განმარტება “უცხოურ ძალაზე”

Published on

“ის, რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ?” – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ირაკლი კობახიძის 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

“რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, “უცხოური ძალა” ნიშნავს იმას, რასაც დღეს წარმოადგენს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით, რომლებიც არიან გამარგინალებულები. ის რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ? მარტივად გასაგებია, საბჭოთა არმია როგორ იქნებოდა ჩვენი, საკუთარი? საბჭოთა არმია იყო საბჭოთა არმია, რაც მოხდა, იყო ძალიან მძიმე. მივიღეთ სრული კატასტროფა, უამრავი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უდიდესი სტიმული იყო ბევრი ადამიანისთვის მაშინ გადადგმული ეს ნაბიჯი”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე “კაპიკებად” წარმოაჩენს იმ დახმარებას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე გამოუყო.

უცხოურ ძალას ყოველთვის ჰქონდა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით თავისი ინტერესები. არ იფიქროთ, რომ აქ ამერიკელი ან ევროპელი ჩამოვა და ქართველის გასაკეთებელს ის გააკეთებს. ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ ვითომ რა კეთილ საქმეებს აკეთებს და რა “კეთილი ბიძიები” არიან, მაგრამ ამის უკან, ბოლო წლებში კარგად გამოაშკარავდა ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, საიდან მოდიოდა ეს თანხები? ხომ ვერ შემახსენებთ ვინ იყვნენ ეს ორგანიზაციები და ვინ იყო ამის უკან? ხომ ვერ მეტყვით? ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 6 მლრდ დახმარება საქართველოსთვის, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული 6 მლრდ დოლარი. აშშ არის ზესახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფო. იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, 6 მლრდ დოლარი 30 წლის განმავლობაში რომ დახარჯეს, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის. ამ აგენტურით, რომელიც იქმნებოდა წლების განმავლობაში ორ კაპიკს გადმოაგდებდნენ და ამით თურმე უნდა ვყოფილიყავით კმაყოფილები” – დასძინა მერმა.

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...