მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა- პატიმრის დედა

გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა- პატიმრის დედა

Published on

შიმშილობის 30-ე დღე გლდანის ციხეში – გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ბიზნესმენი ისევ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ვერ გადაადგილდება, ასევე დაქვეითებული აქვს მხედველობა.

ეკა წერეთელი შვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ მომავალი სასმართლოსთვის ძლიერი უნდა იყოს, რომ რეჟიმმა ისევ უარი არ თქვას მის სასამართლოში გადაყვანაზე, როგორც ეს 25 მარტს მოხდა

აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც შევიდა ციხეში დღეს ვერ გადაადგილდება, გადაადგილდება ეტლით. არ აქვს მგრძნობელობა ქვედა კიდურებში და 30-ე დღეა შიმშილობს. დაქვეითებულია მხედველობა – ფაქტობრივად, მარჯვენა თავლიდან ვერ ხედავს. 25 მარტს, როცა მისი სასამართლო იყო ჩანიშნული, მოუწყეს პროვოკაცია, ტერორი, 14 დღის ნაშიმშილები ადამიანი ჩამოიყვანეს მანქანში, ამზადებდნენ სასამართლოში წასაყვანად და ბოლოს უთრეს, არა შენ უნდა ამოხვიდე, უნდა გაგიკეთოთ ანალიზები და აქ ჩაგიტარებთ სასამართლოს. ამის შემდეგ მან საერთოდ გამოაცხადა უარი სამედიცინო დახმარებაზე. გამოუცხადა უნდობლობა ყველა იქ მომუშავე მედპერსონალს. ერთადერთი ახლა რაც გრჩება გიორგი, შენ თავს შემოუძახო, მოძებნო შენს თავში ძალა და შეწყვიტო შიმშილობა. მომავალი სასამართლოებისთვის მინდა იყო ჯანმრთელად, იმიტომ, რომ ესენი კიდევ გამოიყენებენ ვირეშმაკულ საქციელებს და არ მოგიყვანენ შენ სასამართლოში”, – ამბობს ჩიკვაიძის დედა.

ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი კი ამბობს, რომ რეჟიმი მიზანმიმართულად არ აჩენს გიორგის, რათა ხალხმა არ დაინახოს, რა მძიმე მდგომარეობაშია პატიმარი.

არ სურთ მისი გამოჩენა, არ უნდათ, რომ ხალხმა დაინახოს იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს არის, იმიტომ, რომ დღეს მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. მას სურს სასამართლოზე დასწრება და მე იმედი მაქვს 17 აპრილს მას დაასწრებენ სასამართლო სხდომას”, – ამბობს პაპიაშვილი.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...