მთავარისიახლეები"აჟიტირებული ახალგაზრდები არიან...ეს ქართული ხელისუფლებაა" - 9 აპრილის მემორიალთან სტუ-ის რექტორიც არ...

“აჟიტირებული ახალგაზრდები არიან…ეს ქართული ხელისუფლებაა” – 9 აპრილის მემორიალთან სტუ-ის რექტორიც არ მიუშვეს

Published on

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ვითარება პერიოდულად იძაბება. მემორიალთან მისვლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემაც სცადა, თუმცა ადგილზე შეკრებილებმა ამის საშუალება მას და მის თანმხლებ პირებს არ მისცეს.

“აჟიტირებული ახალგაზრდები არიან… არა უშავს… ქვეყანაში დაკავებულები იყვნენ წინა რეჟ… ნამდვილი რეჟიმის დროს და არავის ასე არ მოქცეულან. ეს ქართული ხელისუფლებაა. ეკლესიაში მივალ არა უშავს… თქვენ თქვენს ტელევიზიაში მიბრძანდით. ჩემს საქმეს ვაკეთებ, ჩემს ხელში ხართ გაზრდილი სულ ყველა, მე მასწავლებელი ვარ”, – თქვა გურგენიძემ.

მანამდე, რუსთაველის გამზირზე გლდანის მაჟორიტარი, კოტე ზარნაძე მივიდა. მის იქ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატს ადგილზე მყოფი მოქალაქეები “მონას” შეძახილებით შეხვდნენ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, პარლამენტთან ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაციაც გამოჩნდა. მის იქ მისვლასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ისინი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მათ სიმბოლურად დილის 4:00 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს და ფიცი დადეს. რუსთაველზე აქცია ახლაც გრძელდება და დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტილია.

ფოტო: IPN

სიახლეები

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...