მთავარისიახლეები9 აპრილი იქცა სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში - NATO-ს...

9 აპრილი იქცა სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში – NATO-ს წარმომადგენლობა

Published on

“1989 წლის აპრილში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რათა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობა მოეთხოვა.
მშვიდობიანი დემონსტრაცია 9 აპრილს ტრაგიკულად დასრულდა – საბჭოთა სამხედრო ძალებმა ძალადობრივი ძალით დაარბიეს აქცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი და ასობით მოქალაქე დაშავდა ან მოიწამლა.
ეს დღე იქცა სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ოფიციალურად აღადგინა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
ჩვენ ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირა.”

წერს NATO-ს წარმომადგენლობა საქართველოში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...