მთავარისიახლეებისაბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს - საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება

საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს – საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება

Published on

“ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის პოლიციამ ჟურნალისტი 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.

როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ საბამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა ის მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.

[ფოტო: მინდია გაბაძე]

სიახლეები

“მკვდარი ზონები” საოკუპაციო ხაზთან

"მკვდარი ზონები" საოკუპაციო ხაზთან - რატომ არ ხდება მათი ეფექტური მონიტორინგი და რატომ არის...

შსს მტკიცებით, აქციის დროს დაშავებულმა პოლიციელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა

შსს მტკიცებით, აქციის დროს დაშავებულმა პოლიციელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა - როგორც გომელაურის უწყება...

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს, გამოძიება არაეფექტურია – საია

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია...

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პოკურატურაში დაიბარეს....