მთავარისიახლეებიპრეზიდენტი ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

პრეზიდენტი ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.

პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.

პრაღაში საქართველოს პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკას ეწვევა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორსა და მისი გუნდის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, მოდერაციას გაუწევს ბიბლიოთეკის დირექტორი ტომაშ სედლაჩეკი.

დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”- წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...