მთავარისიახლეებისანქცირებული თამაზაშვილი აჭარის "ოცნების" მთავრობის თავმჯდომარედ, დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს

სანქცირებული თამაზაშვილი აჭარის “ოცნების” მთავრობის თავმჯდომარედ, დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს

Published on

აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა. “აჭარის ტელევიზიის” ცნობით, თამაზაშვილსა და მის მიერ წარმოდგენილ “მინისტრთა კაბინეტს” მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის “მინისტრთა კაბინეტის” შემადგენლობა უცვლელი დარჩა.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა და მასზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. იმავე დღეს, კობახიძემ და ყაველაშვილმა რიჟვაძის შემცვლელად თამაზაშვილი წარადგინეს.

სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....